Diaryium-ის შესახებ
 

“Diaryium” - სწავლების ქსელი, რომელიც ახდენს მოდერნიზირებას და ამარტივებს სწავლების და სწავლის ყოველდღიურ პროცესს.

საიტის პრინციპით მომუშავე სისტემა, რომელიც განკუთვნილია მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის, მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობისათვის, შეიძლება შეუცვლელი ინსტრუმენტი (შეუცვლელი საშუალება) გახდეს, ვინაიდან ის არა მხოლოდ ცვლის ქაღალდზე არსებულ დღიურს და შეფასებების წიგნს და შესაძლებლობას იძლევა ოპერატიულად და მარტივად დაფიქსირდეს ნიშნები, გაკვეთილებზე დასწრება, მიღებულ იქნას საჭირო ანგარიშები (მოთხოვნილი ანგარიშები) ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი, არამედ ასევე უზრუნველყოფს სოციალური ჯგუფის მოსახერხებელ და ეფექტურ ურთიერთობას ან პირად ურთიერთობას და ერთმანეთის გაცნობას.

 

სისტემის თითოეულ მომხმარებელს გააჩნია ინდივიდუალური ლოგინი და პაროლი, ის ხედავს სპეციალურად მისთვის შემუშავებულ ფუნქციებს და მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს. მოსწავლეები თვალყურს ადევნებენ თავის მოსწრებას, გაკვეთილების განრიგის შეცვლას, საშუალო ქულის ცვლილებებს. მშობლებს უცხოეთში დროებით ყოფნის შემთხვევაშიც კი შესაძლებლობა აქვთ თვალყური ადევნონ ბავშვის სწავლის შედეგებს, დასწრებას, ნახონ ბავშვის მოსწრება და რეიტინგი, იურთიერთობონ მასწავლებლებთან და კლასის დამრიგებლებთან. მასწავლებლებს აღარ სჭირდებათ ნიშნების საშუალო ქულების გამოანგარიშება, გაცდენილი გაკვეთილების დათვლა, ანგარიშების გადაწერა, ხოლო კლასის დამრიგებლები აქტიურად თავლყურს ადევნებენ მათი კლასის მიღწევებს, ორგანიზებას უკეთებენ მის საქმიანობას, მშობელთა კრებას და ა. შ. სკოლის ხელმძღვანელობა უფრო ოპერატიულად ღებულობს ინფორმაციას სკოლის მოსწრების, შესასწავლი საგნების, მასწავლებლების, მშობლების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაციას, შესაძლებლობა აქვს მიიღოს საჭირო საბუთები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
 

გაეცანით "Diaryium"-ის ფუნქციებს
 

სკოლების ადმინისტრაციისათვის
მოსწავლეებს
მშობლებს