ჩვენი კლიენტები

ყოველდღიურად პროგრამას "Diaryium" უერთდება 49000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. სულ სისტემით სარგებლობს 240000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი.
თუ თქვენი სასწავლო დაწესებულება დღემდე არ იყენებს პროგრამას "Diaryium", გიწვევთ გაეცნოთ ჩვენი პროგრამის პოტენციალს, შესაძლებლობებს და უპირატესობებს.

"Diaryium"-ის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას:

  საბავშვო ბაღები;
  სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ;
  პროფესიული სასწავლო დაწესებულებები;
  უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები;
  კერძო და სხვა დაწესებულებები, რომლებიც დაკავებულნი არიან სწავლებით.

სისტემა ერგება თითოეულ სასწავლო დაწესებულებას მისი საქმიანობის და მოთხოვნილებების შესაბამისად .
პროგრამა "Diaryium"-ის დამატებითი გადაწყვეტა - უსაფრთხო ე-სკოლა, რომელშიც გაერთიანებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო მრავალი ფუნქცია:

ელექტრონული დღიური "Diaryium";
ადმინისტრაციის და პერსონალის მართვის სისტემები;
ე-ბიბლიოთეკა;
ე-გადახდები;
წვდომის კონტროლის სისტემა;
ვიდეოკონტროლის სისტემები;
ავტობუსში ჩასხდომის კონტროლის სისტემა;
ფართების იჯარის სისტემა.

უსაფრთხო სკოლის (ელექტრონული დღიური დაკავშირებულია გასასვლელის / შესასვლელის კონტროლის სისტემასთან) პირველი პროექტი რეალიზებულია 2010 წელს ტადას ივანაუსკასის სახელობის საშუალო სკოლაში. ეს გადაწყვეტა უკვე გამოყენებული იყო კალნენუს დაწყებით სკოლაში მაჟეიკიაში და ქ. ვილნიუსის პიატრას ვილეიშისის სახელობის პროგიმნაზიაში.

2012 წლის ბოლოდან კომპანია მონაწილეობს ქ. ვილნიუსის პროექტში „თანამედროვე უსაფრთხო სკოლა“. ეს პროექტი ხორციელდება ქ. ვილნიუსის შვიდ სკოლაში. პროექტი რეალიზებული იქნება სისტემაში, რომელიც შესაძლებელს ხდის მოხდეს სკოლის ყოველდღიური საქმიანობის ავტომატიზირება და ოპტიმიზაცია.