თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვინმეს თქვენი სკოლიდან, შექმნათ კონტაქტების ჯგუფები, ნახოთ, თუ ვინ არის ონლაინში და იურთიერთობოთ მომენტალურად.  
სწავლის პროცესის გაუმჯობესება მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტების მეშვეობით. "Diaryium" შესაძლებლობას იძლევა მარტივად მოხდეს სწავლება, სწავლა და ინფორმაციის გავრცელება ეფექტური საშუალებებით.  
ჩვენი საზოგადოება იზრდება და ფართოვდება საერთაშორისო დონეზე და მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ სისტემას მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.  
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა "Diaryium"-თან, დაუკავშირდეთ თქვენს მეგობრებს და გამოიყენოთ თქვენი შენახული საბუთები ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან.  
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია კომპიუტერთან მუშაობის საფუძვლების ცოდნა და ელექტრონული ფოსტის მისამართი, მარტივად შეუძლია სისტემის გამოყენება.  
"Diaryium"-ის გამოყენება შესაძლებელი ყველა სმარტფონის მეშვეობით, რომელსაც აქვს სისტემა Android და Apple OS. მობილური შეტყობინებების მეშვეობით მშობლები მომენტალურად გაიგებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას.  
"Diaryium" აკმაყოფილებს ვებ-უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ასე რომ შეგიძლიათ გვანდოთ თქვენი მონაცემები. სისტემურ ადმინისტრატორებს შეუძლიათ შეცვალონ სხვადასხვა მონაცემებთან თითოეული მომხმარებლის წვდომის უფლება.  
შეგიძლიათ დაზოგოთ თქვენი ძვირადღირებული დრო და კომპიუტერული სივრცე და სკოლის ფაილების შენახვისა და დათვალიერებისათვის გამოიყენოთ   "Diaryium"-ის „ღრუბელი“.  
"Diaryium"-ის მეშვეობით მშობლები მუდმივად ინფორმირებულნი არიან ბავშვების სასკოლო საქმეების შესახებ და შეუძლიათ იხილონ დამატებითი ინფორმაცია.  
სწრაფი ავტომატური ანგარიშები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციისათვის მზადდება მომენტალურად. დაზოგილი დრო შეიძლება გამოყენებულ იქნას გაანგარიშებაზე უფრო ეფექტური მოქმედებებისათვის.  
მობილური დანართის მეშვეობით მშობლებს შეუძლიათ იხილონ ბავშვის ადგილმდებარეობა, აირჩიონ რადიუსი რუკაზე შეტყობინების მიღებისათვის და ასევე შეუძლიათ დაათვალიერონ ბავშვის ადგილმდებარეობის ისტორია ნებისმიერი პერიოდის მიხედვით.    
მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თვალყური ადევნონ ბავშვის მიღწევებს სკოლაში, ნახონ მისი რეიტინგი კლასის ან მთელი სკოლის მასშტაბით.  
სისტემური ტექნიკური შეკითხვების ან სხვა შეკითხვების არსებობისას შეგიძლიათ სწრაფად მიიღოთ დახმარება ჩვენი დახმარების ცენტრისგან.  
"Diaryium" უკვე ხელმისაწვდომია 6 ენაზე და მზადდება კიდევ ბევრი ენა.  
Diaryium" ერგება თითოეულ სასწავლო დაწესებულებას ინდივიდუალურად, მისი საჭიროების და მოთხოვნილებების შესაბამისად.  
თქვენ მნიშვნელოვანი ბრძანდებით ჩვენთვის! ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, ჩვენ გვესმის თქვენი მოთხოვნილებები და ვიზრდებით თქვენთან ერთად!